ბრიტანეთის მთავრობამ მინისტრებს სამთავრობო ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ BBC News წერს.
აპლიკაცია უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა და გადაწყვეტილება დაუყონებლივ შევა ძალაში. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს არის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის რეკომენდაციის შედეგად გადადგმული პრევენციული, მაგრამ გონივრული ნაბიჯი.
TikTok-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას აწვდის.