ბრიტანელებმა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომპანიის აქტივები გაყინეს

ბრიტანელებმა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომპანიის აქტივები გაყინეს

access_time2022-05-06 14:00:00

დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მილიარდერ რომან აბრამოვიჩისა და მისი პარტნიორების მეტალურგიული კომპანია, Evraz მოხვდა. სანქციათა განახლებული სია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც Evraz ერთადერთი ახალი კომპანიაა.


სანქციების თანახმად, კომპანიის აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს მასთან ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ. Evraz-ის წინააღმდეგ სანქციების მიზეზები არ სახელდება, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კომპანია ოპერირებს ეკონომიკის ისეთ სექტორებში, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ხელისუფლებისთვის.


Evraz Plc რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც მისი სათაო ოფისი მდებარეობს, თუმცა მისი ძირითადი საწარმოო ობიექტები რუსეთშია. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით, Evraz-ის უმსხვილესი აქციონერები არიან მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი (28,64%) და მისი პარტნიორები, ალექსანდრე აბრამოვი (Abiglaze, 19,32%) და ალექსანდრე ფროლოვი (Crosland Global Limited, 9,65%). აბრამოვიჩი Evraz-ის პირდაპირი აქციონერი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა, როცა ხელახლა დაარეგისტრირა აქციები, რომელსაც მანამდე ირიბად ოფშორის საშუალებით ფლობდა. ამის შესახებ 17 თებერვალს გახდა ცნობილი.



10 მარტს რომან აბრამოვიჩი, მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან ერთად, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. დიდ ბრიტანეთში მათი აქტივები გაიყინა, აეკრძალათ ტრანზაქციები გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებთან და ქვეყანაში რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან, ასევე, უარი ეთქვათ დიდ ბრიტანეთში შესვლაზე და სატრანსპორტო სანქციები დაუწესდათ. სანქციების სიაში აბრამოვიჩის შეყვანის შემდეგ ყველა არააღმასრულებელმა დირექტორმა, მათ შორის აბრამოვმა, ფროლოვმა და აბრამოვიჩის კიდევ ერთმა ბიზნესპარტნიორმა, ევგენი შვიდლერმა Evraz-ის დირექტორთა საბჭო დატოვეს. თავად შვიდლერი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ 24 მარტიდან იმყოფება.


რომან აბრამოვიჩმა ჯერ კიდევ სანქციების სიაში მოხვედრამდე დაიწყო თავისი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის პროცესი, თუმცა 5 მაისის მდგომარეობით, გარიგება ჯერ არ გამოცხადებულა. აბრამოვიჩზე, ასევე, ევროკავშირის, კანადისა და ავსტრალიის მხრიდან დაწესებული პერსონალური სანქციები მოქმედებს.


bpn.ge 



თეგები:
აქტივები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up