რუსეთს ფედერაციას სანქციები არ მოეხსნება იქამდე, ვიდრემ რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას, - ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა ბობ ბლექმენმა განაცხადა.
„დამწუხრებული ვარ უკრაინაში შექმნილი ვითარებით და შოკირებული ვარ პუტინის რეჟიმის ქმედებებით. პუტინმა წამოიწყო ამორალური და უკანონო თავდასხმა უკრაინელ ხალხზე და ამ თავდასხმის შედეგად თავად რუსეთი ზარალდება. მე მხარს ვუჭერ მკაცრი სანქციების დაწესებას და მჯერა, რომ რუსეთის იზოლაცია უნდა გაძლიერდეს ყველა შესაძლო მეთოდით, ვიდრე ეს არაადამიანური ომი არ შეჩერდება და პუტინის რეჟიმი არ დაინგრევა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ვიდრე რუსეთი სიტუაციის სრულ დეესკალაციას არ მოახდენს, ის სანქციების ქვეშ იქნება. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი სანქცია დეესკალაციის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.
„დეესკალაციის შემდეგაც მჯერა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალაში დარჩება. მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ვალდებულებაზე ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც კი“, - დაასკვნა ბობ ბლექმენმა.
IPN.GE