ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის დახმარებას განაგრძობენ

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის დახმარებას განაგრძობენ

access_time2023-03-11 13:36:52



საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, პარიზში შეხვედრის დროს, უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხზე შეთანხმდნენ, რაც შეიარაღების მიწოდებას და საზღვაო ქვეითების წვრთნას შეეხება. რიში სუნაკის თქმთ როდესაც საფრთხე ემუქრება კონტინენტს, ბრიტანეთი ყოველთვის იქნება დაცვის წინა ხაზზე... „ჩვენ შევძლებთ გადამწყვეტი უპირატესობა მივანიჭოთ უკრაინას ბრძოლის ველზე, რათა მან მოიგოს ეს ომი“, - ეს განცხადება რიში სუნაკმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა ; ხოლო ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი“.



საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „დღევანდელი პრიორიტეტი სამხედრო ხასიათისაა“ და ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას მომავალი კონტრშეტევისთვის; ხოლო უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს „მდგრადი მშვიდობის“ მშენებლობისთვის, „უკრაინის მიერ შერჩეული პირობებით“.



10 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის შეჩერების თემა განიხილეს - ბრიტანეთმა აიღო ფინანსური ვალდებულება მომავალი 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, ხოლო საფრანგეთი სანაპიროს კონტროლის მექანიზმებს გააძლიერებს.




იუწყებიან, რომ 2023 წლის პირველ 2 თვეში, მიგრანტების რიცხვი 82%-ით არის გაზრდილი, წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნაკადში, რომელიც, საფრანგეთის გავლით, ბრიტანეთისკენ მიემართება, ჭარბობენ მიგრანტები ავღანეთიდან, ერაყიდან და ერითრეადან.



დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დონის შეხვედრა 2018 წლის შემდეგ არ გამართულა, ბრექსიტის ფონზე შექმნილი დაძაბულობის შემდეგ. შესაბამისად, ამ შეხვედრას საერთაშორისო მედია "ახალ დასაწყისად" მოიხსენიებს. მალე საფრანგეთსა და გერმანიას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ც ეწვევა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up