ბრიტანეთი მზადაა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოსატანად თავისი საჰაერო ძალები გამოიყენოს

ბრიტანეთი მზადაა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოსატანად თავისი საჰაერო ძალები გამოიყენოს

access_time2022-06-29 23:51:10

ბრიტანულ სამხედრო თვითმფრინავებს შეუძლიათ უზრუნველყონ სატვირთო გემების უსაფრთხოება, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰყავთ, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება რუსეთის ჯარების მიერ ბლოკირებულ უკრაინის პორტებიდან.

Sky News-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა გააკეთა.


ჩვენ უნდა დავინახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. დიდი ბრიტანეთის როლი ამაში შეიძლება იყოს ISR (დაზვერვა, მეთვალყურეობა), ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში მეთვალყურეობას, - თქვა უოლესმა.


მისი თქმით, შავი ზღვის ტერიტორიებზე პატრულირება ბრიტანულ P8 Poseidon-ის წყალქვეშა თვითმფრინავს და Boeing RC-135W Rivet Joint სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავს შეეძლო.



უოლესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არ აპირებს თავისი ხომალდების გაგზავნას შავ ზღვაში, რადგან ეს ნიშნავს, რომ თურქეთს უცხოური ხომალდების ბლოკადის მოხსნას ეთხოვოს. 


შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზა ჰუმანიტარული ზონის შექმნა ოდესის საზღვაო პორტის მახლობლად, რომელსაც გაერო დაამტკიცებს და მსურველი ქვეყნების ხომალდები დაიცავს, ბლოკირებული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტისთვის.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შესთავაზა შექმნას ქვეყნების კოალიცია, რომელთა სამხედრო ხომალდებს შეეძლოთ შავ ზღვაში შესვლა უკრაინული მარცვლეულით გემების დასაცავად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up