ბრიტანეთი სავაჭრო ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირის დატოვებისთვის ემზადება. რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

ბრიტანეთი სავაჭრო ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირის დატოვებისთვის ემზადება. რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

access_time2020-12-20 14:52:47

2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება შეუძლიათ. დიდ ბრიტანეთსა და მის მთავარ პარტნიორს შორის ეკონომიკური კავშირები სწორედ ამ დოკუმენტით უნდა მოწესრიგდეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირზე დიდი ბრიტანეთის მთლიანი ექსპორტისა და იმპორტის თითქმის ნახევარი მოდის.


თუმცა ამ შეთანხმების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია. ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დეკემბერში უშედეგოდ დასრულდა. 2020 წლის 13 დეკემბერს ეს საკითხი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განიხილეს. მხარეებმა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. იმავდროულად, გაზეთ The Times- ის წყარო ირწმუნება, რომ მხარეების შეთანხმების შანსი 20% -ზე მეტი არ არის და ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობებს ბრიტანეთი მიუღებლად მიიჩნევს.


და რით არის ეს პირობები ასეთი ცუდი?


ამ მიმართულებით არსებულ ყველაზე პრობლემატურ თემაზე მოლაპარაკებების მორიგი (ასევე ჩავარდნილი) რაუნდის წინ, 2020 წლის ოქტომბერში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. ეს არის მომავალ სავაჭრო პარტნიორებს შორის სტანდარტების ერთიანობა და კომერციული თევზჭერის პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ სუვერენულ ბრიტანეთში წარმოების სტანდარტები მნიშვნელოვნად უნდა გადახედილიყო, ცნობილი ჯერ კიდევ ოფიციალურ Brexit-მდე (2020 წლის 1 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო) გახდა. თუმცა ევროკავშირი ამტკიცებს, რომ მის ყოფილ წევრ-ქვეყანასთან უბაჟო ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, ახალი ბრიტანული სტანდარტები ევროპულსმაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელის მიერ ლონდონისთვის აბსურდული კანონების (მაგალითად, ბანანის მაქსიმალურად დასაშვები სიმრუდე ან ოფიციანტის დეკოლტეს სიღრმის ზღვარი) თავს მოხვევაზე კონსერვატიული და ევროსკეპტიკური გაზეთები Brexit- მდე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში წერდნენ. 2016 წლის არჩევნების წინ კი ბრიტანელებისათვის უცხო სტანდარტების დაწესების თემა გახდა სწორედ ევროკავშირის დატოვების მომხრეთა პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბორის ჯონსონი Brexit-ის სააგიტაციო კამპანიის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო და აშკარა ფიგურაა. მან პირადად რამდენჯერმე გაიმეორა ზედმეტად მოხრილი ბანანის ისტორია, რომლის ჭამასაც თითქოს ევროპელი ბიუროკრატები ბრიტანელებს უკრძალავენ. ჯონსონი ამ პუნქტის დათმობას ბოლომდე არ http://rustavi2.ge/ka თანხმდება.


რაც შეეხება თევზჭერას, ევროკავშირში, რომლის წევრიც ბოლო დრომდე გაერთიანებული სამეფოც იყო, ზოგადი პოლიტიკა მოქმედებს. აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, წევრ ქვეყნებს ზღვის პროდუქტების მოპოვება ევროკავშირის მთლიანი სანაპირო ზოლის გასწვრივ მხოლოდ გარკვეული კვოტების დაცვით შეუძლიათ. გამონაკლისს ცალკეული სახელმწიფოების ტერიტორიული წყლები წარმოადგენს. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გაერთიანებული სამეფო გახდება სახელმწიფო, რომელიც ათასობით კილომეტრ სანაპირო ზოლს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იზიარებს და ახალი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო. პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი თევზჭერის პუნქტის შეტანას ერთიანი სავაჭრო ხელშეკრულების ტექსტში დაჟინებით მოითხოვს, ბრიტანელებს კი სურთ, რომ ამ საკითხზე ცალკე შეთანხმება გაფორმდეს, რათა საკუთარი საზღვაო რესურსები თავად გააკონტროლონ და ყოფილ მოკავშირეებთან არ გაიზიარონ.


თუ როგორ მიმდინარეობს ამ საკითხზე გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები, ბრიტანული გაზეთების პირველივე გვერდებიდან ჩანს. სტატიებში ნათქვამია, რომ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ოთხი კატარღა მზად არის სუვერენული ბრიტანული წყლები ფრანგული ტრაულერების (თევზსაჭერი გემი) შემოჭრისგან დაიცვას.


შემდეგ რა იქნება?


როგორც ჩანს, ბორის ჯონსონს საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროკავშირის პირობებს არ დათანხმდეს, თუნდაც ამას პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი მოჰყვეს. ბრიტანული მედია იუწყება, რომ სუპერმარკეტებმა სასურსათო მარაგის შექმნა დაიწყეს, რადგან, პანდემიის პირველი თვეების მსგავსად, მომხმარებელთა მოთხოვნის მასობრივ ზრდას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მედიკამენტების, სხვა სამედიცინო მასალებისა და ვაქცინების ექვსკვირიანი მარაგის შექმნა დაევალათ.


imedinews.ge




















„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up