ბრიტანეთის აეროპორტებში 2024 წლიდან ხელბარგში სითხეებზე შეზღუდვა მოიხსნება - უსაფრთხოების კონტროლი 3D სკანერებით გამხორციელდება

ბრიტანეთის აეროპორტებში 2024 წლიდან ხელბარგში სითხეებზე შეზღუდვა მოიხსნება - უსაფრთხოების კონტროლი 3D სკანერებით გამხორციელდება

access_time2022-12-16 23:00:02

ბრიტანეთის აეროპორტებში ახალ 3D  სკანერებს დააყენებენ, რომელიც ბარგის უფრო დეტალურ სურათს იძლევა. მთავრობამ გადაწყვიტა, აეროპორტები ამ სკანერებით 2024 წლის ივნისამდე აღჭურვოს.  ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრებს, რომლებიც ბრიტანეთიდან მიფრინავენ,  აღარ დასჭირდებათ  100მლ სითხის წესის დაცვა და ჩანთებიდან შემოწმების მიზნით ელექტრონული მოწყობილობების ამოღება.

 

 

3D  სკანერების დამონტაჟების თავდაპირველი ვადა პანდემიის გამო შეფერხდა.

 

 

ამჟამად მგზავრებს შეუძლიათ ხელბარგში იქონიონ სითხეები 100 მლ მოცულობის ჭურჭელში. აეროპორტში შემოწმებისას ეს ჭურჭელი უნდა იყოს შეფუთული გამჭვირვალე პლასტიკურ პაკეტში და უნდა მოთავსდეს დანარჩენი ბარგისგან განცალკევებით სკანერის ლენტზე, სითხის მაქსიმალური მოცულობა ერთ ადამიანზე არ უნდა აღემატებოდეს 1 ლიტრს.

 

 

ეს წესი 2006 წელს დაწესდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა პოლიციამ გამოავლინა შეთქმულება, რომლის მონაწილეებიც 10 თვითმფრინავის აფეთქებას სასმლის ბოთლებში დამალული ასაფეთქებელი ნივთიერებებით გეგმავდნენ. მას შემდეგ სითხის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვები მთელ მსოფლიოში დაწესდა.

 

 

ახალი სკანერები საავადმყოფოების კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატების მსგავსია და ბარგის შიგთავსის უფრო მკვეთრ, 3 განზომილებიან გამოსახულებას იძლევა. მსგავსი სკანერების ტესტირება ლონდონის ჰითროუს აეროპორტში 2017 წელს დაიწყო.

 


 

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგია, რომელიც უკვე გამოიყენება აშშ-ს ზოგიერთ აეროპორტში, მკვეთრად შეამცირებს უსაფრთხოების კონტროლის რიგებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში.

 

 

არსებული წესებით, მგზავრებმა სითხეების მსგავსად, შემოწმებისას ჩანთიდან ასევე უნდა ამოიღონ პლანშეტები, ნოუთბუქები,  დიდი ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები - ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს უსაფრთხოების კონტროლის გავლის ხანგრძლივობაზე. თუ მგზავრებს ჩანთიდან რამის ამოღება ავიწყდებათ, საჭირო ხდება ხელით შემოწმებაც, რაც ასევე ართულებს სიტუაციას.

 

 

ახალი სკანერების დამონტაჟების შემდეგ, ერთ ადამიანზე დაშვებული სითხის რაოდენობა 2 ლიტრამდე გაიზრდება და უსაფრთხოების შემოწმების დროს მგზავრებს ჩანთებიდან ელექტრონული მოწყობილობების ამოღება აღარ დასჭირდებათ.

 

 

ტრანსპორტის მინისტრმა მარკ ჰარპერმა თქვა, რომ ახალი ტექნოლოგია შეამცირებს სკრინინგის რიგის დროს, გააუმჯობესებს „მგზავრების კომფორტს და, რაც მთავარია, აღმოაჩენს პოტენციურ საფრთხეებს“.

 

 

3D სკანერის ტექნოლოგია რამდენიმე წელია გამოიყენება აშშ-ს აეროპორტებში, როგორიცაა ჰარტსფილდ-ჯექსონი ატლანტაში და ო ჰარე ჩიკაგოში. წელს ის დაინერგა ირლანდიაში, შენონის აეროპორტში, სადაც 100 მლ-ის წესი გაუქმდა. აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯმა გაანახევრა მგზავრების უსაფრთხოების კონტროლის გავლის დრო.

 

ჯერჯერობით ბრიტანეთის აეროპორტებში 100 მლ-ის პრინციპი ნარჩუნდება იმ დრომდე, ვიდრე არ დასრულდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. გადაწყვეტილებას ტრანსპორტის სამინისტრო მიიღებს.

 

 

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯერ კიდევ პანდემიამდე აეროპორტებს ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის ვადად 2022 წლის ბოლო დაუწესა,  მაგრამ შემდეგ მგზავრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და გეგმების შეცვლა გადაწყდა.

 

 

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) უახლესი მონაცემები სექტემბრის თვისთვის აჩვენებს, რომ მგზავრთა ნაკადმა მთელ მსოფლიოში მიაღწია 73%-ს იმ დონისა, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up