დიდ ბრიტანეთში მმართველი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, კანდიდატების წარდგენა კი 12 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ 11 ივლისს განაცხადა გრეჰემ ბრედიმ, რომელიც 1922 წლის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია და პასუხისმგებელია პარტიის შემდეგი ლიდერის არჩევის პროცესზე.
„შედეგი 5 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს, ეს მაშინ მოხდება, როცა პარლამენტი ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნდება“, - განაცხადა მან. „იმედი მაქვს, რომ ყველაფერს საკმაოდ სწრაფად გავაკეთებთ. ხმის მიცემის პირველი ორი ტური ჩატარდება ამ კვირაში", - აღნიშნა ბრედმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.