ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მას არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.
როგორც მედია წერს, მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც ბრიტანეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა.
საქმე ეხება „ტორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ სკანდალის გამო ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მინისტრების გადადგომის პროცესი თუ გაგრძელდება, ბორის ჯონსონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა გაუჭირდება.
1tv.ge