ბრიტანეთის ფოსტამ The Rolling Stones-ის მარკები დაბეჭდა - ჯგუფს 60 წელი უსრულდება

ბრიტანეთის ფოსტამ The Rolling Stones-ის მარკები დაბეჭდა - ჯგუფს 60 წელი უსრულდება

access_time2022-01-11 12:30:00

ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ (Royal Mail) განაცხადა, რომ 12 მარკისგან შემდგარ სპეციალურ კოლექციას გამოსცემს, რომელზეც როკ ჯგუფ The Rolling Stones-ის მსოფლიო ტურნეს კონცერტები არის გამოსახული. Reuters-ის ცნობით, ახალ ბრიტანულ მარკებს 60 წლის იუბილის აღსანიშნავად ბეჭდავენ, რომელიც ლეგენდარულ როკ ჯგუფს წელს უსრულდება.


„ეს არის ვალი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე როკ ჯგუფის პატივსაცემად,“ - ნათქვამია ბრიტანეთის სამეფო ფოსტის განცხადებაში.


რვა მარკაზე გამოსახულია წამყვანი მომღერლის, მიკ ჯაგერის, გიტარისტების, კიტ რიჩარდსისა და რონი ვუდის და გარდაცვლილი დრამერის, ჩარლი უოტსის სურათები, რომლებიც გამოდიან სხვადასხვა კონცერტებზე მთელს მსოფლიოში, 1969 წლის ივლისში, ლონდონის ჰაიდ პარკიდან დაწყებული, 2019 წლის აგვისტოში, ნიუ ჯერსის შტატის ისტ რეზერფორდში გამართული კონცერტით დამთავრებული.


დანარჩენი ოთხი მარკა წარმოდგენილია მინიატურულ ფურცელზე, რომელზეც ჯგუფის ორი სურათი და მათი მსოფლიო ტურნეს ორი პლაკატი არის გამოსახული. დრამერი, ჩარლი უოტსი გასულ წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.



„როკის ისტორიაში სულ რამდენიმე ჯგუფმა მოახერხა ისეთი მდიდარი და ვრცელი კარიერის შექმნა, როგორიც The Rolling Stones-ს აქვს. მათ თანამედროვე მუსიკის ყველაზე საკულტო და შთამაგონებელი ალბომები შექმნეს და რეკორდული დასწრების ცოცხალ კონცერტებს მართავდნენ,“ - აცხადებს Royal Mail-ის საზოგადოებრივ საქმეთა და პოლიტიკის დირექტორი, დევიდ გოლდი.


1962 წელს დაარსებული The Rolling Stones მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გრძელვადიანი როკ ჯგუფია, რომელმაც 240 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და მრავალი ჯილდო, მათ შორის სამი გრემი მოიპოვა.


მათი შემოქმედება ამერიკულ ბლუზსა და რიტმ-ენდ ბლუზზე არის დაფუძნებული და მოიცავს ისეთ ჰიტებს, როგორიც არის 1960-70-იანი წლების პიკური პერიოდის „(I Can't Get No) Satisfaction“ და „Sympathy for the Devil.“


The Beatles-ის, Pink Floyd-ისა და Queen-ის შემდეგ, The Rolling Stones მეოთხე მუსიკალური ჯგუფია, რომლის მარკებიც ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ გამოუშვა. Royal Mail-ის განცხადებაში ნათქვმაია, რომ კოლექციის შექმნის დროს როკ ჯგუფთან და მის მენეჯმენტთან თანამშრომლობდა.


მარკები 20 იანვრიდან გაიყიდება.


BPN.GE


თეგები:
The Rolling Stones



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up