ბრიტანელმა რიჩარდ მასტერსმა, რუს თანამზრახველთან ერთად, რუსი ოლიგარქის სასარგებლოდ, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და მრავალმილიონიანი იახტა გადამალა.
ბრიტანელი მას შემდეგ დააკავეს რაც ის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირში მყოფ, ოლიგარქს სანქციებიდან თავიდან აცილებაში დაეხმარა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
52 წლის რიჩარდ მასტერსი პარასკევს ესპანეთში დააკავეს, თუმცა მისი თანამზრახველი ვლადისლავ ოსიპოვი კვლავ თავისუფალია.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-კვიპროსელ ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგია. Sky New-ი წერს, რომ მასტერსმა, სავარაუდოდ, ვექსელბერგის იახტას, სანქციებისგან თავის არიდების მოტივით, სახელი შეუცვალა და „ფანტა უწოდა. ვექსელბერგის 255 ფუტიანი იახტა დაახლოებით 90 მლნ დოლარი ღირს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ორივე დამნაშავეს ბრალი რამდენიმე დანაშაულში წაუყენეს. მათ შორის - აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებასა და დანაშაულის ჩადენაში, საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) დარღვევასა და ფულის გათეთრებაში.
დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და პოლონეთმა ვექსელბერგის აქტივები მარტში გაყინა და მას ევროპაში გადაადგილებაც აეკრძალა.