ბრიტანეთის მთავრობამ BBC-ის მაუწყებლობისთვის გადასახადი 2 წლით გაყინა

ბრიტანეთის მთავრობამ BBC-ის მაუწყებლობისთვის გადასახადი 2 წლით გაყინა

access_time2022-01-17 12:10:00

ბრიტანეთის მთავრობამ BBC-ის დაფინანსება იმ ბრძანებულებით შეამცირა, რომელიც მაუწყებლობისთვის მოსახლეობის გადასახადს ორი წლით ყინავს. ინფორმაციას Mail on Sunday-ზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.


ლიცენზიის გადამხდელებით დაფინანსებული ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის მომავალი პოლიტიკური დებატების მუდმივი თემაა. ახლახან პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა მისი დაფინანსების რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა.


„მოელიან, რომ ინფლაცია აპრილში 30 წლის მაქსიმუმს, 6%-ს გადააჭარბებს, ამიტომ ლიცენზიის ღირებულების ამჟამინდელ, 159 ფუნტ სტერლინგზე (217,40 დოლარზე) გაყინვა მომხმარებლებს გარკვეულ შვებას მისცემს, რომლებიც ცხოვრების მკვეთრად მზარდ ხარჯებს ებრძვიან,“ - წერს Reuters.


თუმცა, სააგენტოს შეფასებით, ეს, ასევე, დიდი დარტყმას მიაყენებს BBC-ის ფინანსებს, რადგან ტელეკომპანია ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს კერძოდ დაფინანსებულ საინფორმაციო საშუალებებსა და Netflix-ის მსგავს გასართობი ნაკადის სერვისებს, რომლებიც გამომწერებით ფინანსდება.



ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ დაფინანსების შემცირება პოლიტიკურად მოტივირებულია.


„პრემიერ-მინისტრსა და კულტურის მდივანს, როგორც ჩანს, ჯოჯოხეთური სურვილი აქვთ, შეუტიონ ამ დიდ ბრიტანულ ინსტიტუტს, რადგან მათ არ მოსწონთ მისი ჟურნალისტიკა,“ - აცხადებს ლეიბორისტი კანონმდებელი და კულტურის პოლიტიკის ხელმძღვანელი, ლუსი პაუელი.


BBC-ის საინფორმაციო გამოშვებას გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური პარტიები რეგულარულად აკრიტიკებენ. ბრექსიტის თემის გაშუქება, რასაც ჯონსონის მთავრობის პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი უკავია, დიდი ხანია, ევროკავშირის დატოვების მომხრეების მიერ ზედმეტად კრიტიკულად აღიქმება.


გასულ კვირას ერთ-ერთმა კონსერვატორმა კანონმდებელმა ისიც განაცხადა, რომ BBC-ის მიერ დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში, ლოკდაუნის დროს გამართული სკანდალური წვეულების თემის აგორება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ „გადატრიალების მცდელობას“ წარმოადგენდა.


BPN.GE


თეგები:
გადასახადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up