,,ჩვენ გვჭირდება იმიგრანტი მუშახელი’’ - აცხადებს NEXT-ის აღმასრულებელი დირექტორი ლორდი ვოლფსონი BBC-სთან საუბრისას.
ვოლფსონი ცნობილია,როგორც ბრექსიტის დამცველი. მისი თქმით კომპანიებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი უცხოელი მუშახელის დასასაქმებლად.
ვოლფსონი აცხადებს,რომ არსებული საიმიგრაციო პოლიტიკა ანგრევს ეკონომიკას და მოუწოდებს მთავრობას პოლიტიკის შერბილებისკენ.
”ჩვენ გვაქვს მსურველების რიგი,რომლებსაც სურთ ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში,რათა აკრიფონ ნათესები, რომლებიც ლპება მინდვრებში, იმუშაონ საწყობებში. ჩვენ უნდა მივიღოთ განსხვავებული მიდგომა ეკონომიკურად პროდუქტიული მიგრაციის მიმართ’’. - განაცხადა ბრიტანელმა აღმასრულებელმა დირექტორმა.