ბრიტანეთის საელჩოში დედოფლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების პარტნიორი პრემიუმ ბრენდი JCB იყო

ბრიტანეთის საელჩოში დედოფლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების პარტნიორი პრემიუმ ბრენდი JCB იყო

access_time2022-06-09 18:45:33

საქართველოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღისა და პლატინის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოსა და ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავიც აღნიშნეს.


საელჩოში გამართული მიღების პარტნიორი ბრიტანული ბრენდი JCB იყო. შეხვედრის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ბრენდის ტექნიკა ადგილზე დაეთვალიერებინათ. JCB-ის საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ წარმოადგენს.


მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: „მოხარული ვარ, რომ დედოფალი და სამეფო ოჯახი საქართველოში ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო JCB-სთან და სხვა ბრიტანულ ბიზნესებთან თანამშრომლობა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევძელი ჩვენი სტუმრებისთვის JCB-ის საუკეთესო ტექნიკის წარდგენა. ბრიტანულ და ქართულ ბიზნესებს შორის კავშირები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესკავშირების წრის გაფართოებას, განსაკუთრებით 2019 წელს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“.



გიორგი ბერიძე „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ დირექტორი: „კიდევ ერთხელ ვულოცავთ გაერთიანებულ სამეფოს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ბრიტანეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერი. დღეს მიღებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ  ბრიტანული პერმიუმ ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველი, რომელიც JCB-იმ გამოიგონა და დღემდე ხარისხის ეტალონად მიიჩნევა , ასევე წარმოდგენილი იყო ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორი Hydradig და სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა. საამაყოა, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოსა და ბრიტანეთის ბიზნესურთიერთობების გაძლიერებაში“.


JCB-ის ტექნიკა წელს დედოფლის იუბილეზე ბრიტანეთში გამართულ აღლუმზეც იყო წარმოდგენილი. გამოფენა ლონდონში 5 ივნისს გაიმართა და 10 000-ზე მეტ მონაწილეს საშუალება ჰქონდა, JCB-ის საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მსვლელობა ეხილა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up