დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ახლა მისი მთელი ქონება გაერთიანებულ სამეფოში გაყინულია. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ მისი ქმედებები მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
შეგახსენებთ, 12 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში პუტინის ნათლიმამა, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელსაც მჭიდრო პირადი ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.