დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. შავი სია 26 პოზიციით გაიზარდა. ამის შესახებ RBC-Ukraine სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
როგორც ირკვევა, სანქციები ფიზიკურ პირებს, ასევე სამხედრო და თავდაცვით კომპანიებს დაუწესდა.
სიაში მოხვდა რუსეთის არმიის გენერალ–პოლკოვნიკი ნიკოლაი ბოგდანოვსკი, თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი და „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელი ოლეგ ბელოზეროვი.
სანქციებში მოხვდნენ ასევე „სამხედრო–სამრეწველო კომპანია“, სამრეწველო ჯგუფი „პრომტექ–დუბნა“ და კონცერნი „კალაშნიკოვი“.