ბრიტანეთმა საქართველოს ახალი კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განსახორციელებლად, მათ შორის რუსეთის მხრიდან კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად, 5 მლნ ფუნტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა.
როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი 2008 წლიდან საქართველოს კიბერთავდასხმების „საცდელ ადგილად“ იყენებს. ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს საშუალებას მისცემს გააძლიეროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპის უსაფრთხოებაც.
ორი ქვეყანა დაცვის საკითხზე თანამშრომლობას გეგმავს კიბერუსაფრთხოების ცენტრებისა და თავდაცვის სამინისტროების დონეზე. საქართველო ასევე მიიღებს დამატებით მხარდაჭერას, როგორც ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი.