დიდ ბრიტანეთში გაყიდული ყოველი მეორე ავტომობილი, 2028 წლისთვის სრულიად ელექტრო უნდა იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მთავრობის ანგარიშზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
ნახშირბადის ემისიის შემცირების პროგრამის ფარგლებში 2030 წლიდან მხოლოდ შიდაწვისძრავის მქონე ავტომობილების, ხოლო 2035 წლიდან ჰიბრიდების გაყიდვაც აიკრძალება. შუალედური გეგმის მიხედვით ელექტრომობილების წილმა ახალ ავტომობილებში 2024 წელს 20%-ს უნდა გადააჭარბოს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობა შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებსა და წარმოებას 2030 წლიდან მათ გზებზე გადაადგილებას კი 2040 წლიდან კრძალავს.
გაყიდვების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის მიუხედავად, ელექტრომობილების ჯამური რაოდენობა მხოლოდ 17.5 მლნ-ა, რაც მსოფლიო ავტოპარკის 1%-ს მცირედით აღემატება.
ელექტრომობილების გაყიდვებში რაოდენობრივად მოწინავე ჩინეთის, პროცენტულად კი ნორვეგია, სადაც 2021 წელს გაყიდული ავტომობილების 86% ელექტრო იყო. ელექტრომობილების წილი ნორვეგიის ავტოპარკში კი უკვე 22%-ს აღემატება.