ბრიტანეთში პლასტმასის საწრუპები, მოსარევები და ბამბის ჩხირები ოფიციალურად აიკრძალა.
როგორც UniLad-ი იუწყება, აკრძალვა ძალაში ჯერ კიდევ აპრილში უნდა შესულიყო, თუმცა კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეს ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო საწრუპის გამოყენებას საჭიროებენ, აკძალვისგან გათავისუფლდებიან.
ცოტა ხნის წინ ინგლისის მთავრობამ განაცხადა, რომ ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების ფასი გაორმაგდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ნაბიჯს აქტივისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა როგორც მათ აღნიშნეს, აკრძალული საგნები ქვეყანაში მიმდინარე დაბინძურების ძალიან მცირე ნაწილია.
imedinews.ge