მეცნიერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც „ქიმიის სამეფო საზოგადოების“ სახელითაა ცნობილი, 2,923 ლიმონით ბატარეა შექმნა.
მეცნიერებმა ლიმონებზე თუთიისა და სპილენძის მავთულები დაამაგრეს და ჯამში, 2,307.8 ვოლტის გამომუშავება შეძლეს.
ქიმიკოსები განმარტავენ, რომ ლიმონის წვენი მოქმედებს, როგორც ელექტროლიტი, ხოლო თუთია და სპილენძი როგორც ელექტროდები – ელექტროენერგიის გამტარი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც წრედი იქმნება.
სანახაობისთვის, მიღებული ენერგიით პიროტექნიკა აანთეს, რომელიც რბოლის დაწყების მანიშნებელ სიგნალად გამოიყენეს.
imedinews.ge