კვერცხის მიწოდების შემცირების გამო, ბრიტანულმა და გერმანულმა მსხვილმა სუპერმარკეტების ქსელებმა, Asda-მ და Lidl-მა, კვერცხის ყიდვაზე მომხმარებელს ლიმიტები დაუწესეს.
Asda-ში მომხმარებელს 2 ყუთ კვერცხზე მეტის ყიდვა არ შეუძლია, Lidl-ის ლიმიტი - 3 ყუთია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ფერმერებს ელექტროენერგიის გადასახადები, ქათმის საკვების ფასები და ბევრი სხვა ხარჯი გაუძვირდათ. მეორე პრობლემა ფრინველის გრიპია, რამაც 740 000 კვერცხის მდებელი ქათმის სიკვდილი გამოიწვია. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა კვერცხების მიწოდებაზე და საშობაოდ ინდაურის გაყიდვასთან დაკავშირებითაც შეზღუდვებია.
ბრიტანეთის საცალო კონსორციუმში (BRC) აცხადებენ, რომ საცალო მოვაჭრეებმა ყუთების რაოდენობაზე დროებითი შეზღუდვები შემოიღეს და ეს შეზღუდვები იმიტომ დაწესდა, რომ აღნიშნული პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომო ყოფილიყო.
დეფიციტის მიუხედავად, კვერცხის მარაგების შესავსებად სუპერმარკეტები ყველაფერს აკეთებენ, აცხადებენ ბრიტანეთის საცალო კონსორციუმში.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა