ბრიტანულ ეკონომიკაზე ბრექსიტის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე პანდემიისა

ბრიტანულ ეკონომიკაზე ბრექსიტის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე პანდემიისა

access_time2021-11-02 09:30:00

დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ოფისის თავმჯდომარის განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე ბრექსიტს უფრო დიდი უარყოფითი გავლენა ექნება, ვიდრე კოვიდპანდემიასა და მისგან გამოწვეულ შეზღუდვებს.

რიჩარდ ჰიუს თანახმად, ევროკავშირის დატოვება დიდი ბრიტანეთის მთლიან შიდა პროდუქტს გრძელვადიან პერიოდში საშუალოდ 4%-ით შეამცირებს. სხვა პროგნოზებით კი პანდემიას იმავე მაჩვენებელზე მხოლოდ 2%-იანი ეფექტი ექნება.

საინტერესოა, რომ ჰიუს განცხადება თან სდევს საუბრებს, რომ დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი ხარჯები გაიზრდება ინფლაციის 5%-იანი მაჩვენებლის ფონზე. შეგახსენებთ, რომ მშპ ეკონომიკური სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორია. შესაბამისად, მისი გაზრდა ან კლება ყველაზე უკეთ გადმოსცემს სახელმწიფოს ეკონომიკურ ტენდენციებს.

გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში ხმა 2016 წელს მისცა, ხოლო სავაჭრო ბლოკი ოფიციალურად მხოლოდ 2020 წლის 31 იანვარს დატოვა. თუმცა, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური საკითხების უმეტესობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე უცვლელი რჩებოდა, ვიდრე მიმდინარე წლის პირველ იანვარს ახალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდებოდა.


შეგახსენებთ, რომ პანდემიისა და ბრექსიტის ეფექტების კომბინაციამ გაერთიანებული სამეფო მიწოდების ჯაჭვის მძიმე პრობლემის წინაშე დააყენა. სატვირთოს მძღოლთა დეფიციტმა მრავალი ბიზნესის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეაფერხა და სავაჭრო ცენტრების თაროები მომხმარებლებისათვის ცარიელი დატოვა. ამან კი დიდი ბრიტანეთის მთავრობა აიძულა, ევროკავშირის სამუშაო ძალისათვის მოკლევადიანი სამუშაო ვიზები გაეცა, რათა მიწოდების ჯაჭვის პრობლემები დროულად აღმოეფხვრა.

წყარო: forbes.ge

თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up