ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს უპრეცენდენტო საგრანტო კონკურსს მოსწავლეებისათვის

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს უპრეცენდენტო საგრანტო კონკურსს მოსწავლეებისათვის

access_time2022-04-02 19:55:01

  1. მოგვიყევით თქვენი საგრანტო კონკურსის შესახებ?

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს უპრეცენდენტო საგრანტო კონკურსს მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) საშუალო და საბაზო საფეხურის (MYP და DP) ინგლისურენოვან პროგრამებზე გააგრძელონ 2022-23 აკადემიური წლიდან.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლის გრანტის სრული მოცულობა შეადგენს ორას ორმოცდაათიათას დოლარს (250 000$) და გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ თითეულ მოსწავლეზე სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად. საგრანტო კონკურსის ფინალისტები მიიღებენ 30%-დან 100% მდე ოდენობის გრანტს.

  1. ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მომავალი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია ჩაერთოს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში.

სასწავლო გრანტი განკუთვნილია აკადემიაში სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ჩართულობის საფუძველზე.

  1. როგორ ხდება მიღება?

მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოპოვებით, უნდა გაიარონ შემდგომი ეტაპები:

  1. სააპლიკაციო ფორმის შევსება - https://forms.gle/XMFtCV2gKqJVdU9m9

არაუგვიანეს 5 აპრილის, 17:00 საათისა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთონ სამოტივაციო წერილი (200-დან 400 სიტყვამდე) ინგლისურ ენაზე და 2020-21 და 2021-22 სასწავლო წლების ნიშნების ფურცელი (ნიშნების ფურცლის წარდგენა შესაძლებელია მიღების მომდევნო ეტაპებზეც).

  1. ტესტირება  სკოლის კამპუსზე

სააპლიკაციო ფორმების განხილვის შემდეგ, შერჩეულ მოსწავლეებს გაეგზავნებათ ტესტირების განრიგი.

ტესტირება ჩატარდება სკოლის კამპუსზე შემდეგ საგნებში:

მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეებისთვის (MYP პროგრამა)

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა;
  • ინტეგრირებული საზოგადოებრივი მეცნიერებები ან ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი მოსწავლის არჩევანის შესაბამისად.

მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებისთვის (DP პროგრამა)

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ინგლისური ენა;
  • მათემატიკა;
  • ქიმია ან ბიოლოგია მოსწავლის არჩევანის შესაბამისად;
  • ინტეგრირებული საზოგადოებრივი მეცნიერებები ან ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი მოსწავლის არჩევანის შესაბამისად.
  1. გასაუბრება

ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შერჩეულ მოსწავლეებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე აკადემიურ დირექტორთან და შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან.

  1. დეტალურად მოგვიყევით თქვენი პროგრამების შესახებ

საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა (IB) არის სასკოლო განათლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც უმაღლესი ხარისხის გამოწვევებით სავსე საგანმანათლებლო კურიკულუმს სთავაზობს მოსწავლეებს.

IB პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას მრავალფეროვნების, საერთაშორისო აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და ახალი აღმოჩენების მიმართ  სიყვარულის გაღვივებასთან ერთად.

IB პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გააგრძელონ და მოიპოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. IB-ის სადიპლომო პროგრამაზე მოპოვებული მაღალი შედეგები მოსწავლეებს მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტსა და კოლეჯში მინიმუმ ერთწლიანი სასწავლო კრედიტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.


IB-ის დიპლომი აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ, რაც მოსწავლეებს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობასაც აძლევს.

MYP - საბაზო საფეხურის პროგრამა (6-10 კლასები)

MYP-ის მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს აკადემიური ცოდნა თითოეულ საგანში, მათ შორის ძირითად საგნებში მოსწავლეების მცირე ჯგუფებად დაყოფისა და დიფერენცირების სტრატეგიების გამოყენების გზით.

თითოეული საგნის სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამიზნე უნარების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეებს სამომავლო განათლების პროცესსა და სასწავლო ოთახებს მიღმა წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მოსწავლეთა სათემო სერვისებსა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობა MYP-ის აუცილებელი კომპონენტია.  საბაზო საფეხურზე მოსწავლეები ჩართულნი არიან ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პროექტში, რომელიც მიმართულია მოსწავლეების მიერ სკოლაში ან ადგილობრივ თემში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძებნისკენ.

MYP-ის დამამთავრებელ მეათე კლასში მოსწავლე ქმნის პერსონალურ პროექტს, რომლის მომზადებისთვისაც ის იყენებს პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ყველა უნარს, მიღებულ ცოდნას და კრეატიულად, შემოქმედებითად  წარმოაჩენს მათ ესეს, ხელოვნების ნიმუშის ან თვითგამოხატვის სხვა ფორმების საშუალებით.

მოსწავლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ საბაზო საფეხურის ყველა მოთხოვნას, მეათე კლასის დასასრულს იღებენ საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების IB სერტიფიკატს.

DP - საშუალო საფეხურის სადიპლომო პროგრამა (11-12 კლასები)

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის ამზადებს. პროგრამა მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემების კრეატიული გზებით გადაჭრისა და სწრაფად ცვალებად გლობალურ სამყაროში წარმატებით ადაპტაციის უნარებს უვითარებს. ჰოლისტური განვითარების მიდგომით, მოსწავლეები მათ გარშემო არსებულ სამყაროს კვლევისა და  კრიტიკული ანალიზის გზით შეისწავლიან.

საგნობრივი ჯგუფების მრავალფეროვანი შემოთავაზებიდან მოსწავლე, საკუთარი ინტერესებისა და სამომავლო პროფესიის შესაბამისად, სადიპლომო პროგრამის კოორდინატორთან და საუნივერსიტეტო მრჩეველთან ერთად ირჩევს საგნებს, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში სწავლობს. მეთორმეტე კლასში, საერთაშორის ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გარე გამოცდების წარმატებით გადალახვის შემდეგ, მოსწავლე იღებს საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს.

საგნობრივი ჯგუფების გარდა, პროგრამა მოიცავს  სამ სავალდებულო საგანს, რომელთა წარმატებით გადალახვაც ასევე გახლავთ დიპლომის აღების წინაპირობა:

  1. Theory of Knowledge ანუ ცოდნის თეორიის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ცოდნის ფენომენს შეისწავლიან და აანალიზებენ, თუ საიდან ვიცით ის, რაც ვიცით და როგორ უკავშირდება თითოეული დისციპლინის ფარგლებში მიღებული ცოდნა ერთმანეთსა და რეალურ სამყაროს.
  2. Extended Essay - ამ საგნის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან კვლევით ნაშრომს, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ამზადებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის.
  3. Creativity, Activity, Services-ის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან მრავალფეროვან სავალდებულო კლასგარეშე აქტივობებში, მათ შორის, თავად აორგანიზებენ თემის განვითარებაზე მიმართულ პროექტებს, საქველმოქმედო და კრეატიულ ღონისძიებს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up