ბრიტანული ფუნტ სტერლინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. bbc-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა.
დღეს დილით, აზიის საფონდო ბირჟებზე ერთმა ფუნტმა – 1.03 აშშ დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი – 1.06 დოლარამდე გაიზარდა.
ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ პარასკევს დაანონსებული 45-მილიარდიანი პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებითი შემცირებაც იგეგმება.
დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზე დაეცა ევროს ღირებულებაც, რომელმაც დღის განმავლობაში მინიმალური 0.9568 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი, 0.9678 დოლარამდე გაიზარდა.
bbc.com