ბრიტანულმა The School of Photography-მ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფოტო და ის კამერები გამოაქვეყნა, რომლებმაც ეს იკონური გამოსახულებები აღბეჭდა და ისტორიას შემოუნახა. 10 ფოტოდან 4 მათგანი Leica-თია გადაღებული, 2 — Nikon-თ, დანარჩენები: Graflex Super D-ით, Hasselblad-ით, Fuji-ით და Petri-თ.
ფოტოებზე მოხვდა:
- ალბერტო კორდას მიერ 1969 წელს გადაღებული ჩე გევარა - Guerillero Heroico (კამერა Leica M2);
2. ევგენი ხალდეის მიერ 1945 წელს გადაღებული „დროშის აღმართვა რაიხსტაგზე“ (კამერა Leica Iii);
3. იან მაკმილანის მიერ 1969 წელს გადაღებული ალბომ Abbey Road-ის გარეკანის ფოტო (კამერა Hasselblad);
4. ალფრედ ეიზენშტადტის 1945 წელს გადაღებული ფოტო „II მსოფლიო ომის დასრულების დღე ტაიმსკვერზე - V-J Day In Times Square, (კამერა Leica Iiia);
5. ჯეფ ვაიდენერის 1989 წელს Nikon FE2-ით გადაღებული „უცნობი პროტესტანტი ტანკთან“;
6. მალკოლმ ბრაუნის 1963 წელს გადაღებული „დამწვარი ბერი“ (კამერა Petri);
7. სტივ მაკკარის 1884 წელს გადაღებული „ავღანელი გოგონა“ (კამერა Nikon Fm2);
8. ალი ოვერკოს „2001“, (კამერა Fuji 645zi);
9. დოროტეა ლანგის 1936 წელს გადაღებული „მიგრანტი დედა“ (კამერა Graflex Super D);
10. ნიკ უტის მიერ 1972 წელს გადაღებული „ომის ტერორი“ (კამერა Leica M3);