20 წლის განმავლობაში პირველად British Airways-მა ახალი უნიფორმები წარადგინა. ეკიპაჟის ქალ პერსონალს 2023 წლიდან კომბინიზონის, ტუნიკისა და ჰიჯაბის ჩაცმაც შეუძლიათ. ახალი სამოსი ბრიტანელმა მოდის დიზაინერმა ოზვალდ ბოატენგმა შექმნა. ქალებს კომბინიზონისა და ჰიჯაბის გარდა, კაბის ტარებაც შეუძლიათ.
კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ზაფხულისთვის British Airways-ის 30,000 თანამშრომელი, ინჟინრებითა და მენეჯერებით დაწყებული, ბორტგამცილებლებით დამთავრებლი, ახალ ფორმებში გამოჩნდებიან.
ახალი უნიფორმის მორგების შემდეგ, ძველებს რეციკლირებისთვის შემოწირულობის სახით გასცემენ. British Airways-ის უნფორმების დაახლოებით 90% რეციკლირებული პოლიესტერისგანაა დამზადებულია, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია.
ახალი და უნიკალური კოლექციის შექმნისას დიზიანერის შთაგონების წყარო ავიაკომპანია და ის ხალხი იყო, ვინც ამ ავიახაზებით დაფრინავს. ჰაერის ტალღის გამოსახულება, რომელიც ჰალსტუხებზე, პიჯაკებზე, ქურთუკებსა და მაისურებზეა გამოსახული, შთაგონებულია ფრენისას ჰაერის მოძრაობით. სამოსი ჟაკარდის ქსოვილისგანაა დამზადებული.
ამას გარდა, ავიაკომპანიის თანამშრომლებს უფლება აქვს მაკიაჟის გაკეთებისას გამოიყენონ ტუში, ხელოვნური წამწამები, საყურეები და ატარონ აქსესუარები, მათ შორის ჩანთები. მამაკაცებისთვის ასევე დაშვებულია ფრჩხილის ლაქი და კოსის გაკეთებაც.