ბრიუს უილისს ფრონტო-ტემპორალური დემენციის, იგივე პიკის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. — ამის შესახებ ინფორმაციას bbc ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
67 წლის მსახიობს გასული წლის გაზაფხულზე აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, დაავადება მეტყველების გაწელვას იწვევს, ოჯახის განმარტებით, დაავადება პროგრესირდებოდა და ახლა მათ ზუსტი დიაგნოზი იციან.
ოჯახის განმარტებით, ფრონტტემპორალური დემენცია 60 წლამდე ადამიანებში დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.