ბრიუსელში რუსული გაზის ემბარგოს შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს

ბრიუსელში რუსული გაზის ემბარგოს შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს

access_time2022-06-06 15:00:33

ნავთობის შემდეგ, ევროკავშირში ფიქრი რუსული ბუნებრივი გაზის შეზღუდვის შესახებაც დაიწყეს. სპეციფიკიდან გამომდინარე პროცესი უფრო რთული და გრძელვადიანი იქნება. უმთავრეს ჩამნაცვლებლად ამერიკული და ყატარული გათხევადებული გაზი განიხილება, შემდეგ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა. დარჩენილი დეფიციტი კი ქარისა და მზის ენერგიის ათვისების დაჩქარებით უნდა შეივსოს.


ევროკავშირი რუსეთისგან წლიურად 150 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ყიდულობს, რაც საშუალო წლიური მოხმარების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 40% ძალიან ბევრია და მიწოდების უეცარი შეწყვეტა კონტინენტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.


Deutsche Welle-ს ცნობით რუსული გაზის მესამედი - 50 მლრდ კუბური მეტრი გათხევადებული გაზით იგივე LNG-თ უნდა ჩანაცვლდეს. არსებული მილსადენებით იმპორტი 10 მლრდ კუბური მეტრით უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ბაზარზე 2 მიმწოდებელი ჩანს ალჟირი და აზერბაიჯანი. მზის პანელებმა და ქარის ტურბინებმა თავის მხრივ 25 მლრდ კუბური მეტრის მოხმარების ჩანაცვლება უნდა უზრუნველყონ.


საიდან უნდა ჩანაცვლდეს დარჩენილი 65 მლრდ კუბური მეტრი? ევროპა და განსაკუთრებით გერმანია დილემის წინაშე დგანან. ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გერმანიამ ატომური ელექტროსადგურების დახურვა დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით იხურება არაეკოლოგიური ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიც. სასწორის ერთ მხარეს რისკი და გარანტირებული გარემოს დაბინძურებაა, მეორე მხარეს კი რუსული ომის მანქანის დაფინანსების გაგრძელება.



ჩერნობილისგან განსხვავებით ფუკუშიმას ტრაგედია ცუნამმა გამოიწვია. გერმანიას ოკეანეზე გასასვლელი არ აქვს. დახურულ ზღვებში ცუნამები არ ხდება და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით რისკების მინიმალიზება ხდება შესაძლებელი.


წიაღისეული საწვავიდან ნახშირი ყველაზე იაფი, მაგრამ ამავე დროს გარემოს ყველაზე მეტად დამაბინძურებელია. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის რეკორდი ყოველწლიურად იხსნება. ასეთ გარემოში არათუ Homo sapiens-ს 2.3 მლნ წლის წინ დაბადებულ Homo habilis-საც არ უცხოვრია. ევროკავშირი, რომელიც წლების განმავლობაში ათობით მლრდ ევროს ფასად გარემოზე ზემოქმედების შერბილებას ცდილობდა, ახლა იძულებული ხდება მძიმე გადაწყვეტილებაზე დაფიქრდეს.


ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია ჰერცოგოვინა და მოლდოვა რუსულ გაზზე 100%-ითაა დამოკიდებული. მათგან არც ერთი ევროკავშირის წევრი არაა. შესყიდვის აკრძალვამდე და მიწოდების შეწყვეტამდე ლიეტუვასა და ფინეთის დამოკიდებულებაც 90%-ს აჭარბებდა, მაგრამ ისინი ბევრ გაზს არც ადრე მოიხმარდნენ. მდგომარეობა ყველაზე მძიმე ინდუსტრიულ გერმანიაშია, სადაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის 50%-ის წყარო რუსეთია. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარ სტეფან კოტსის დაანგარიშებით რუსულ გაზზე უარის თქმა გერმანიას 2022-2023 წლებში, 400 000 სამუშაო ადგილს და €220 მლრდ შემოსავალს დააკარგვინებს, რაც თავის მხრივ ქვეყნის მშპ-ის 6.5%-ის ექვივალენტურია.


ჯერჯერობით გაზის ემბარგო სანქციათა პაკეტში არ მოხვედრილა. აიკრძალა მხოლოდ ნავთობის იმპორტი, ისიც მხოლოდ ტანკერებით და არა მილსადენით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up