„ბრიზი საგურამო“ - საცხოვრებელი კომპლექსი გამწვანებული პარკით თბილისთან ახლოს!

„ბრიზი საგურამო“ - საცხოვრებელი კომპლექსი გამწვანებული პარკით თბილისთან ახლოს!

access_time2022-10-28 11:55:25

დღესდღეობით საკმაოდ რთულია ვიპოვოთ ისეთი ადგილი, რომელიც თან ახლოს იქნება ქალაქთან და თან – მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოს შემოგვთავაზებს; ადგილი, სადაც არ შეგვაწუხებს ხმაურიანი ქალაქის რუტინული გარემო, ავტომობილების გამონაბოლქვი და რაც მთავარია, ზუსტად იქნება მორგებული ჩვენს საჭიროებებზე.


სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ქალაქის გასასვლელიდან 20 წუთის სავალზე, საგურამოში, ზღვის დონიდან 600 მეტრზე, 1 ჰა გამწვანებულ ტერიტორიაზე პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „ბრიზი საგურამო“ შენდება.


პროექტის ადგილმდებარეობა და სახელი სპეციალურად იქნა შერჩეული ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით. კომპლექსი გაშლილ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც გარშემორტყმულია მთებით. ამ მთების ფერდობებიდან და ასევე მდინარე არაგვის ხეობიდან მომავალი ჰაერის მასები - ბრიზები განსაკუთრებუალ მიკროკლიმატს ქმნის ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დასახელება „ბრიზი საგურამოც“ სწორედ ამ ჰაერის მასების გადაადგილების დამსახურებაა.


ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს 24 საცხოვრებელ სახლს საკუთარი ეზოებით. საცხოვრებელი სახლები ერწყმის რელიეფის კონფიგურაციას – როგორც ფორმებითა და ულტრათანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურით, ისე გემოვნებიანი და მდიდრული თვალსაზრისით. გარდა ამისა, კომპლექსს ირგვლივ აქვს ხედები როგორც საგურამოს და ზედაზენის, ისე ნატახტარის მხარეს.


პროექტი ისეა დაგეგმარებული, რომ საკუთარი ეზოდან პირდაპირ უზარმაზარ გამწვანებულ პარკში ხვდებით, რომელიც კომპლექსის მთავარი ხიბლია. პარკში დარგულია არაერთი მცენარე, რომელთა შერჩევაც, ფლორისტებთან ერთად, მოხდა ადგილობრივი მიკროკლიმატის თავისებურებების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც ფოთოლმცვენ და ბუჩქოვან, ისე წიწვოვან მცენარეებსაც. აქვე მოწყობილია ავტომობილებისგან დაცული საფეხმავლო ბილიკები სეირნობისთვის, ბავშვების სათამაშოდ, სპორტული აქტივობებისთვის და უზრუნველყოფს მისი მაცხოვრებლების ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს.



თითოეული საცხოვრებელი სახლი აშენებულია და მოპირკეთებულია პრემიუმ ხარისხის მასალებით, იქნება ეს კეთილმოწყობილი ეზო, ენერგო ეფექტიანი სახლი, პანორამული ხედები თუ გამწვანებული გარემო. ამასთან, კომპლექსი სრულად შემოღობილია და აღჭურვილია 24 საათიანი დაცვით, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსახლის უსაფრთხო ცხოვრებას.




გარდა ამ ყველაფრისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს „ბრიზი საგურამოს“ კონკრეტული უპირატესობები:


  • შერჩეული ტერიტორია სარეკრეაციო ადგილია, აქ გვხვდება განსაკუთრებული კლიმატი, რაც გულისხმობს მთის და არაგვის ხეობის ჰაერის შერწყმას.
  • ყველა სამშენებლო მასალა ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებულია. მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები, მათ შორის ბუნებრივი ქვა -ტრავერტინი და ნატურალური ხის მასალა. სახლები არის სრულად ენერგოეფექტური. სახლი ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
  • პროექტი უნიკალური, დახვეწილი და ულტრათანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურით გამორჩევა, რომელიც ერთდრიულად სადა და მდიდრულია.
  • უბანი დაცული საცხოვრებელი კომპლექსის ტიპისაა, რაშიც იგულისხმება კომპლექსის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვა, უბნის საზოგადოების სივრცეების და გამწვანების მოვლა-პატრონობა, საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება და სხვა.
  • კომპლექსი აღჭურვილია ყველანაირი კომუნიკაციით: 24 საათიანი წყალ-მომარაგება, ელექტროენერგია, გაზი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი და ტელევიზია.
  • მომხმარებელზე მორგებული გადახდის სისტემა, რაც გულისხმობს როგორც ერთიან გადახდას, ასევე შიდა უპროცენტო 2 წლიან განვადებას.


ტელ ნომერია: 514 30 60 60

საიტი : Breeze.ge



(R) 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up