სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელოვანი მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით დაასაფლავეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგ ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს.
დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მათ შორის უკრაინიდან.
ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.