საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ. ცნობილ მომღერალსა და მსახიობს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წეევრების გვერდით დაკრძალავენ.
მედიის ინფორმაციით, მისი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო.
ბუბა კიკაბიძე კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.