ბევრს არ შეუძლია შეიძინოს Bugatti-ს ჰიპერქარები, თუმცა ფანებს ამიერიდან შეუძლიათ ამ ფრანგული ბრენდის საფირმო სპორტული სამოსი იყიდონ. კომპანიის სამოსის ხაზში მოხვდა სპორტული ფეხსაცმელი და ერთბაშად 10 ტიპის სამოსი. როგორც ბრენდს შეეფერება, სიახლეები გამორჩეულია მაღალი ტექნოლოგიურობით და სტილით.
ამ პროექტში ავტომწარმოებელს პარტნიორობა გაუწია იტალიურმა მოდურმა ბრენდმა UYN (Unleash Your Nature). ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ეკიპირება იტალიის ეროვნული ოლიმპიური ნაკრებისთვის. ახლა კი ხაზისთვის UYN for Bugatti გამოიყენა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები.
მაგალითად, მაისურები შექმნილია 3D-ნაქსოვის ტექნოლოგიით Haloflex, რაც უკეთეს ელასტიურობას იწვევს და ჰაერგამტარობას, ხოლო საწვიმარში გამოყენებულია რთული მასალა, რომელიც წყალს არ ატარებს. ასევე წარმოდგენილია დათბილული ქურთუკი და დათბილული ჟილეტი, რომელშიც ასევე გამოყენებულია ტექნოლოგია Haloflex.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, UYN for Bugatti შექმნილია მაღალეფექტური ბიო-ბოჭკოსგან Natex. ნავთობისგან მიღებული მასალებისგან განსხვავებით ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალა 25%-ით მსუბუქია, შრება 50%-ით მალე და აქვს ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს არასასიამოვნო სუნს. მას ასევე აქვს გამორჩეული ქუსლები, რომელიც დამატებით კომფორტს ქმნის.
UYN for Bugatti ხაზი მოცემულია ლურჯ, თეთრ, წითელ და შავ ფერებში - რაც ტრადიციული ფერებია ფრანგული ბრენდისთვის - და აქვს ბევრი C-ფორმის აქცენტი, რაც ეხმიანება Bugatti-ს ავტომობილებისთვის მახასიათებელ მოღუნულ ფორმებს.