რესტორნების და საცხობების ქსელმა „ანტრემ“ ლონდონში ბაკინგემის სასახლიდან ორი წუთის სავალზე, მესამე ლოკაცია გახსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას „ანტრე“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ანტრე“ 2008 წელს ქართული ინვესტიციით დაფუძნდა. ის ამ ეტაპზე საქართველოში 14 კვების ობიექტით არის წარმოდგენილი. იმავდროულად, „ანტრე“ რამდენიმე რესტორანს ფლობს ბაქოშიც.
რაც ეხება ლონდონს, იქ ამ დრომდე „ანტრეს“ ორი რესტორანი ჰქონდა — ნოთინგ ჰილ გეითსა და ბრუტონზე.