ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

access_time2022-06-14 12:00:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრეს-ტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.



ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.



„შესაძლებლობა მომეცა ქართული კერძები გამესინჯა. ძალიან გემრიელი და განსხვავებული სამზარეულო გაქვთ. ქართული სამზარეულო იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენს გადაცემაში, რომლის შესახებაც მე ბულგარელ ტელემაყურებელს მოვუყვები, ვიტყვი რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა“,-აცხადებს ბულგარელი ჟურნალისტი მარტინა გარიჩევა.




„საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი ბუნებით, განსხვავებული კულტურით, ხალხით. ძალიან მომწონს საქართველოს ახალი ტურისტული პოლიტიკა, რაც გულისხმობს საზღვრების გახსნას. ბოლო 10 წელიწადში სადაც ვყოფილვარ, საქართველო საუკეთესო ქვეყანა, მინდა მოგიწოდოთ ეწვიეთ საქართველოს, დაათვალიერეთ ეს ლამაზი ქვეყანა და თქვენ შეხვდებით საოცარ, გულღია ადამიანებს“,-ამბობს ბულგარელი ჟურნალისტი გეორგ ტოშევი.




ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადაცემის „Lifestyle”პროდიუსერი და ოპერატორი, ასევე ჟურნალის “Biograph” ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. მედიის წარმომადგენლები ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში გაეცნობიან.



ბულგარელმა ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც წინანდალს, ნაფარეულს,ალავერდსა და სიღნაღს მოინახულებენ.


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up