ბულგარეთმა რუსული გემებისთვის თავისი ყველა პორტის დახურვა გადაწყვიტა, რაც ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში სანქციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ PortSEurope-ი წერს.
აკრძალვა ძალაში 8 აპრილიდან შევა და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრის ყველა გემზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს აკრძალვა პირველად გასული წლის 17 აპრილს დაუწესა. ეს ღონისძიება ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტთან იყო დაკავშირებული. ახლა აკრძალვა ვრცელდება სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც.