ბულგარეთის პარლამენტმა მოიწონა კიევისთვის პირველი სამხედრო დახმარების გაგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ მიმდინარე წლის 24 თებერვალს.
ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, რომელიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში. ადრეულ გაზაფხულზე ბულგარეთის პოლიტიკოსები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების აღმოჩენას, მაგრამ მაისში ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ დაბლოკა. ეს მთავრობა მას შემდეგ შეიცვალა.
იმის სრული სია, თუ რას უგზავნიან კიევს, გასაიდუმლოებულია, მაგრამ სოფიამ განაცხადა, რომ ძირითადად ესაა მსუბუქი იარაღი და ამუნიცია. ტრანშში არ შედის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რაც უკრაინას ყველაზე მეტად ესაჭიროება. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში ეს ახსნეს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ხელშეუხებლობის მოსაზრებებით.
„მადლობელი ვარ ბულგარეთის პარლამენტისა სამხედრო დახმარების პირველი პაკეტის მოწოდების თაობაზე ისტორიული კენჭისყრისთვის,“ დაწერა ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.