ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა

ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა

access_time2022-07-09 00:30:00

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაზსადენი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში გადაიქაჩება. ინფორმაციას სააგენტო, Trend ავრცელებს.


გახსნის ცერემონიაზე საპროექტო კომპანია ICGB AD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერძნული მხრიდან, კონსტანტინოს კარაიანაკოსმა განაცხადა, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის.


ღონისიძიება საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მახლობლად გაიმართა, სადაც ინტერკონექტორი საბერძნეთის გაზგამანაწილებელ ქსელს და ტრანსადრიატიკის გაზსადენს, TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება. პროექტის ძირითადი ეტაპის დასრულების შესახებ ICGB-ის აღმასრულებელმა დირექტორებმა ბულგარეთის მხრიდან, თეოდორა გეორგიევამ და კონსტანტინოს კარაიანაკოსმა ერთობლივად გამოაცხადეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ IGB-ის მილსადენს დიდი მნიშვნელობა აქვს და ის საბერძნეთ-ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს სცდება.


თეოდორა გეორგიევას თქმით, ბულგარეთს გაუჩნდა შესაძლებლობა, გაზის მიწოდება დასავლეთ ბალკანეთში, ასევე, მოლდოვასა და უკრაინაში უზრუნველყოს, ხოლო კონსტანტინოს კარაიანაკოსისი ამბობს, რომ IGB ბულგარეთისთვის გაზის მიწოდებას ახალი წყაროებიდან უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი ელემენტი და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილია. IGB თავიდანვე სხვა საკვანძო პროექტებთან, TAP-თან და TANAP-თან, ასევე, ალექსანდრუპოლისის LNG ტერმინალთან ერთად შემუშავდა, რაც, კარაიანაკოსისის შეფასებით, მას ევროპის საერთო ენერგეტიკული სტრატეგიისა და პრიორიტეტების განუყოფელ ნაწილად აქცევს.


„ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა სრულიად განსხვავებულ საერთაშორისო გარემოში დავიწყეთ, დღეს კი IGB იმაზე მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - აცხადებს კონსტანტინოს კარაიანაკოსი.



აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვის შეფასებით, IGB ინტერკონექტორის ექსპლუატაციაში გაშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოების, ასევე, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ახალი პროექტების განსახორციელებლად როგორც ბულგარეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება TAP გაზსადენის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.


მინისტრის მონაცემებით, წელიწადზე მეტია, რაც ევროპას 13,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. აქედან საბერძნეთის წილი 1,4 მილიარდ კუბურ მეტრს, ბულგარეთის კი - 440 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთში გაზის ექსპორტმა 160 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, წლის ბოლომდე კი მიწოდების 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. აზერბაიჯანი ბულგარეთში 1 ივლისიდან ყოველდღიურად 2,6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, რაც მიწოდების 1,7 მილიონი კუბური მეტრით ზრდას ნიშნავს.


IGB-ის სატუმბი სიმძლავრე 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაჯავშნილია.


2013 წლის სექტემბერში Bulgargaz EAD-მა „შაჰ-დენიზ 2“-ის საბადოდან წელიწადში მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე 25-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო 2019 წლის მაისში ბულგარეთის ქალაქ კირკოვოში IGB ინტერკონექტორის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.


bpn.ge




თეგები:
გაზსადენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up