Bulls & Bears - პირველი ბიზნეს ანალიტიკური ჟურნალი საქართველოში

Bulls & Bears - პირველი ბიზნეს ანალიტიკური ჟურნალი საქართველოში

access_time2021-11-16 14:59:06


საქართველოში პირველად, ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო სიახლეებს, ფინანსურ რჩევებსა და ანალიტიკას Bulls & Bears - Journal-ში გაეცნობით . ფინანსურ ბაზრების შესახებ ზოგად ტერმინოლოგიასა და მათ შორის, აკადემიურ ლიტერატურაშიც კი, არაერთი ცხოველის სახეობის სახელს შეხვდებით. ხარი (Bull) და დათვი (Bear) სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ფინანსურ ბაზრებზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუ ესპანეთში კორიდას არ დასწრებიხართ, სულ მცირე, ალბათ, გსმენიათ ხარისა და ადამიანის ორთაბრძოლის შესახებ. ხარის ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი დარტყმა სწორედ რქების ქვემოდან ზემოთ ამორტყმაა. ეს უძლიერესი დარტყმა ფინანსურ ბაზრებზე ფასების უეცარ ზრდასთანაა გაიგივებული. გაბრაზებული დათვი კი, ორთაბრძოლისას ორ ფეხზე დგება და ზემოდან ქვემოთ მოძრაობით უძლიერეს დარტყმას ტორის მკვეთრი მოქნევით ახორციელებს. სწორედ ეს მოძრაობაა გაიგივებული ფასების ვარდნასთან. ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე, საფონდო ბირჟებზე უმთავრესი მოძრაობა ჟურნალის მთავარ სიმბოლოდ იქცა. თუ ტერმინოლოგიას საინვესტიციო ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ხარი“ აქციების შემძენი ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ მათი ღირებულება ბაზარზე გაიზრდება. ხოლო „დათვი“ კი ის ინვესტორი იქნება, რომელიც აქციებს ყიდის, რადგან ფასების დაცემას პროგნოზირებს. საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალი Bulls & Bears - ტრეიდერების ჰაბი • Traders' Hub - ის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში ფინანსური ბაზრების შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება.



ჟურნალის მიზანია, ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ არა წარსულის ისტორიებს, არამედ ანალიზსა და პროგნოზირებას, როგორც მიმდინარე, ასევე - მომავალი პოტენციური ცვლილების შესახებ. ჟურნალი მოიცავს შემდეგ ბაზრებს: საფონდო ბირჟა; სავალუტო ბაზარი; კრიპტო ბაზარი.



ჟურნალი მოიცავს მთავარ მიმართულებას, რითაც ფინანსური ბაზარი დომინირებს, მაგალითად, ნოემბრის თვეში გვაქვს რუბრიკა, Top სამი გამორჩეული კომპანია, რომელზეც ჩატარებულია ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი, მკითხველი ნახავს ასევე, სავალუტო ბაზრის მიმოხილვას, გაეცნობა კრიპტობაზრის ანალიზს და მასზე ჩატარებულ კვლევებს. რუბრიკაში - IPO კომპანიების ანალიზი, კი იხილავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში ნიუ- იორკის საფონდო ბირჟაზე მოხვდებიან,- აღნიშნავს ჟურნალის დამფუძნებელი რატი ქირია.




ჟურნალი გარკვეულ როლს ითამაშებს საქართველოში არსებული სტარტაპების პოპულარიზაციაზეც. მათ შესახებ მკითხველი რუბრიკაში - ბიზნეს ისტორიები შეიტყობს.



ჩვენც სწორედ ასეთი მხარდაჭერით ვიზრდებით და მოხარული ვიქნებით, თუ ქართული სტარტაპერები დაგვიკავშირდებიან, რათა მათზე ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიების მხარდაჭერა საქართველოში, სადაც შეიძლება ბიზნესგარემო ნორმალურია, მაგრამ ფინანსური კუთხით ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან არ გვაქვს ფინანსური ბაზარი. ჩვენი მოტივი არის სწორედ ახალი თაობისთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართული ფინანსური ბაზარი ფეხზე დადგეს, რადგან ფინანსური ბაზრის არქონა მოქმედებს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც,- აღნიშნავს რატი ქირია.



ჟურნალი უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ საიტზე - BBJ.ge, ასევე, სოციალურ ქსელში. დეკემბერში კი მიზნობრივი აუდიტორია უკვე მის ბეჭდური ვერსიას იხილავს, რომელიც უფასოდ გაეგზავნებათ უნივერსიტეტებს, ასევე კომპანიებს, რომლებიც Bulls & Bears - -თან თანამშრომლობით დაინტერესდებიან.




თეგები:
Bulls & bears



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up