გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
ახალ ზომებს მხარი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, ბუნდესრატმაც უნდა დაუჭიროს.
სამედიცინო მუშაკებს საავადმყოფოებში, მოხუცთა სახლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულების წარდგენა მოუწევთ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ მიუღებელია, რომ საავადმყოფოებში ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.
„ვაქცინაციის ეს მანდატი აუცილებელია, რადგან სრულიად მიუღებელია, რომ პანდემიის ორი წლის შემდეგ, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ზრუნვა გვანდეს, სამედიცინო დაწესებულებებში კვბდებიან იმის გამო, რომ იქ არავაქცინირებული ადამიანები მუშაობენ“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
imedinews.ge