ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი გაზის ტარიფი ევროპაში - რომელ სამეულში შედის საქართველო

ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი გაზის ტარიფი ევროპაში - რომელ სამეულში შედის საქართველო

access_time2023-04-12 21:00:21

ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში რუსეთშია, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი და სამეულს საქართველო ასრულებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთიც და აზერბაიჯანიც ბუნებრივი გაზის მსხვილი მომპოვებლები არიან. საქართველოს შემდეგ გაზი ყველაზე იაფი  თურქეთის მოქალაქეებისთვის ღირს.  ამის შესახებ ცნობილი სემეკის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ხდება.


სემეკ-ის ინფორმაციით, ხუთეულში ხვდება ასევე სომხეთიც, რომელიც მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით.


საქართველოში ბუნებრივ გაზზე დაწესებული სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე თითქმის 25 თეთრით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ თურქეთს და თითქმის 40 თეთრით სომხეთის მაჩვენებელს.



ყველაზე დაბალი სამომხმარებლო ტარიფები ქვეყნების მიხედვით ასეთია:


#

ქვეყანა

კბ/მ ფასი თეთრი

1

აზერბაიჯანი

28.489

2

რუსეთი

31.918

3

საქართველო

55.454

4

თურქეთი

80.136

5

სომხეთი

94.583


ყველაზე მაღალი სამომხმარებლო ტარიფები ქვეყნების მიხედვით შემდეგია:


#

ქვეყანა

კბ/მ ფასი თეთრი

1

შვედეთი

563.153

2

ჰოლანდია

390.216

3

დანია

378.040

4

პორტუგალია

371.383

5

ესპანეთი

306.093


თუ ელექტროენერგიის მოხმარების უდიდეს ნაწილს საქართველო საკუთარი ელექტროგენერაციის ობიექტებიდან (თბოსადგურები, ჰესები, ქარისა და მზის ელექტროსადგურები) იკმაყოფილებს, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ქვეყანა თითქმის 100%–ით არის დამოკიდებული იმპორტზე (2022 წელს საქართველოში მოპოვებული გაზის მოცულობამ 13,7 მლნ კბ/მ შეადგინა, რაც მთლიანი შიდა მიწოდების მხოლოდ 0,5%–ს უდრის) და ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომელსაც „ცისფერი საწვავი“ ევროკავშირის ბაზარზეც გააქვს საქართველოსა და თურქეთის გავლით.


თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up