ბურჯანაძე: ბიზნესომბუდსმენმა მხოლოდ შუამავლის როლი არ უნდა შეასრულოს, ინიციატორიც უნდა იყოს

ბურჯანაძე: ბიზნესომბუდსმენმა მხოლოდ შუამავლის როლი არ უნდა შეასრულოს, ინიციატორიც უნდა იყოს

access_time2022-02-09 22:00:00

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ორი წელია ქვეყანას ბიზნესომბუდსმენი არ ჰყავს და შეიძლება ითქვას, ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესი დაუცველი იყო“, - ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელიას დანიშვნას.

მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენმა, პრობლემების მოგვარების მიზნით, ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა გაამარტივოს. შოთა ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ოთარ დანელია ამ მიმართულებით სწორ ქმედებებს განახორციელებს.

„ოთარ დანელია ბიზნესს კარგად იცნობს, გარკვეული მიდგომები აქვს, ვნახოთ, ალბათ გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რაც ბიზნესს აქვს.

ჩემი დარგის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირი კავშირი გვქონდა ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, შუამავალი დამატებითი რგოლი საჭირო არ იყო.


მიუხედავად იმისა, ბიზნესომბუდსმენთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე ჩვენთან ერთად იბრძოდა, მან მხოლოდ შუამავლის როლი არ უნდა შეასრულოს, თვითონ უნდა იყოს ინიციატორი. ხშირად უნდა იყოს საუბარი სხვადასხვა ბიზნესში არსებულ პრობლემებზე, შეხვედრები უნდა შედგეს. შეიძლება ყველა შეხვედრის შემდეგ პრობლემა არ გადაწყდეს, მაგრამ დღის წესრიგში უნდა იდგეს. ამას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს და პრობლემებიც უფრო მარტივად მოგვარდება“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ბიზნესობუდსმენის თანამდებობა ვაკანტური გახდა, მას შემდეგ რაც მიხეილ დაუშვილმა ეს პოსტი დატოვა და პარლამენტში გადაინაცვლა. ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ნინო კვეტენაძე ასრულებდა.

business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up