Burger King-ის მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ კომპანიის რუსული ოპერატორი ქვეყანაში 800 რესტორნის დახურვაზე უარს ამბობს.
Burger King-ის მშობელი კომპანიის Restaurant Brands International-ის (RBI) პრეზიდენტმა, დევიდ შირმა თანამშრომლებისთვის მიწერ წერილში აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ის შეეცადა რუსული ბაზრიდან გასულიყო, მაგრამ პარტნიორებთან "რთული" ხელშეკრულების გამო, ეს ვერ მოხერხდა.
"დავუკავშირდით ბიზნესის მთავარ ოპერატორს და მოვითხოვეთ რუსეთში Burger King-ის რესტორნის საქმიანობის შეჩერება, მან ამაზე უარი განაცხადა.
ჩვენ შევაჩერეთ ყველა კორპორაციული მხარდაჭერა რუსული ბაზრისთვის, მათ შორის ოპერაციები, მარკეტინგი და მიწოდების ჯაჭვის მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ უარი ვთქვით ახალი ინვესტიციების ჩადებასა და გაფართოებაზე",- წერს შირი.
RBI-ს აქციები გადანაწილებულია რამდენიმე კომპანიის საკუთრებაში. RBI კაპიტალის 15%-ს ფლობს. Burger King-ის რუსეთის ფილიალების მმართველი რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ კოლობოვია.
Businessformula.ge