სწრაფი კვების რესტორნების ქსელ Burger King-ის მიზანი ხორცის გამოყენების 50%-ით შემცირებაა, რაც კომპანიას სათბური აირების ემისიების 41%-ით შემცირებაში დაეხმარება. მათი განცხადებით, ვეგანურ ნაგეტსებს, რომლებიც რესტორნის მიერ გამოყენებული ხორცის რაოდენობას ორჯერ ამცირებს, ზუსტად იგივე გემო ექნება, რაც ქათმის ხორცისგან დამზადებულ ალტერნატივებს.
როგორც Burger King-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ვეგანური ნაგეტსების დანერგვა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიისთვის, 2030 წლამდე დასახული მიზნის, ხორცისგან 50%-ით თავისუფალი მენიუს, განსახორციელებლად. ხორცის გამოყენების განახევრებით მნიშვნელოვნად შემცირდება ნახშირბადის ემისიები, ხოლო რესტორანი დიდ ბრიტანეთში ხორცის გარეშე პროდუქტების ალტერნატივებზე მზარდ მოთხოვნას უპასუხებს.
imedinews.ge