Burger King-ის ფრენჩაიზის ყოფილ მფლობელებს 230 თანამშრომლისთვის 2,2 მილიონი დოლარის გადახდა დაევალათ. როგორც, San Francisco Chronicle-ი იტყობინება, კომპანიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურად, ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, ამ 2,2 მილიონი დოლარში შედის გადაუხდელი ხელფასები (724,000 დოლარი), ჯარიმა (1.2 მილიონი დოლარი) და დაგროვილი პროცენტი (371,000 დოლარი), რაც თითო თანამშრომელზე დაახლოებით 9500 დოლარია.
გამოძიება Golden Gate-ის Burger King-ის ფრენჩაიზებზე 2019 წელს დაიწყო და გადაწყვეტილება 2020 წელს იქნა მიღებულ, რომელიც გასაჩივრდა. მორიგი სხდომა გასულ გაზაფხულზე გაიმართა, სადაც მუშებმა და Gold Gate-ის მფლობელებმა ჩვენებები მისცეს.
Burger King-ის ექვსი მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ 2016-2019 წლებში ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურად მუშაობდნენ და მათ ხშირად შესვენებაზეც უარს ეუბნებოდნენ.
თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი Golden Gate-ის მფლობელები, Monu Singh და Harkiran Randhawa არიან.
Business Insider-ი წერს, რომ მეპატრონეები განჩინების ხელახლა გასაჩივრებას გეგმავენ.