C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ უკვე განკურნა 81 000 პაციენტი - თენგიზ ცერცვაძე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ უკვე განკურნა 81 000 პაციენტი - თენგიზ ცერცვაძე

access_time2023-03-30 21:00:10

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცედრცვაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით უკვე განიკურნა 81 000 პაციენტი. ცერცვაძის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უპრეცედენტოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წელს დასრულდება.

 

„C ჰეპატიტის დარგში საქართველო მსოფლიოში ყველას მიერ არის აღიარებული უპირობო ლიდერად. 2015 წელს საქართველო იქნა შერჩეული ძალიან სერიოზული საერთაშორისო ლიდერების მიერ, ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ეს იყო წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „გილიადი“, რომელმაც გამოიგონა რევოლუციური მედიკამენტი C ჰეპატიტის განსაკურნებლად, რომელიც მანამდე, პრაქტიკულად, უკურნებელი დაავადება იყო, ან განიკურნებოდა ძალიან მცირე ნაწილი ძვირად ღირებული მკურნალობის ფასად. ეს იყო უზარმაზარი მნიშვნელობის სიკეთე, როგორც გაირკვა, მსოფლიო მედიცინისთვისაც, მაგრამ, პირველ რიგში, ქართული მოსახლეობისთვის. ამ პროგრამამ უკვე განკურნა 81 000 პოტენციურად სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტი. საქართველოში ჯერ არ ყოფილა არცერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინოს და ისიც, რაღაც 6-7 წელში. ამიტომ ეს პროგრამა უპრეცედენტოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.


 

რაც შეეხება მის საერთაშორისო მნიშვნელობას, ისტორიაში ჩაიწერება და სტუდენტებს ასწავლიან სხვა ქვეყნებში, რომ პირველად მსოფლიოში საქართველომ შეძლო ცალკე აღებული ერთი-ერთი ქრონიკული ინფექციური დაავადების, C ჰეპატიტის აღმოფხვრა. ერთადერთი დაავადება, რომლის აღმოფხვრაც მოხერხდა, არის ყვავილი, მაგრამ ყვავილის აღმოფხვრაც 1980 წლისთვის მოხერხდა მასობრივი ვაქცინაციით და არა მედიკამენტით. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს დაიწყო, კომპანია „გილიადმა“ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტი მიაწოდა. ვიდრე აღნიშნული მედიკამენტის ჯენერიკები გამოვიდოდა, C ჰეპატიტის მქონე ერთი პაციენტის მკურნალობა 88 000 დოლარი ჯდებოდა.

 

საქართველოში არა მხოლოდ ყველას უმკურნალეს, ვინც იცოდა, რომ ჰეპატიტი ჰქონდა, არამედ კარდაკარ მიმდინარებს ტესტირებები, მოსახლეობას აწუხებენ ჯანდაცვის მუშაკები, რომ ჩააბარონ ტესტი C ჰეპატიტზე, გამოვლინდეს და თუ აქვთ, იქვე სთავაზობენ გამარტივებულ პირობებში მკურნალობას. განკურნების პროცენტული მაჩვენებელი 99 პროცენტია, ანუ, 100-დან 99 იკურნება და იმ ერთს, ვინც არ იკურნება, განმეორებითი მკურნალობა უტარდება, საბოლოოდ ისიც იკურნება. იმ რეჟიმებითა და მედიკამენტებით მკურნალობა, როგორც ჩვენთან არის ხელმისაწვდომი, ამერიკასა და ევროპაში მხოლოდ ყველაზე მაღალი დონის დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წელს დასრულდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up