ცარიელი დახლები და რიგები ავტოგასამართ სადგურებზე - დღევანდელი ბრიტანეთი

ცარიელი დახლები და რიგები ავტოგასამართ სადგურებზე - დღევანდელი ბრიტანეთი

access_time2021-10-04 20:00:43

ცარიელი დახლები, მრავალსაათიანი რიგები და ჩხუბები ავტოგასამართ სადგურებზე, გაბრაზებული მოქალაქეები, დაბნეული მთავრობა და კოლაფსის მოლოდინი - ეს ჰოლივუდური სიუჟეტი არ გეგონოთ - ეს დღევანდელი ბრიტანეთია, რომელიც ევროკავშირის დატოვებიდან 8 თვის შემდეგ საწვავის არნახულმა კრიზისმა მოიცვა.

 


რამდენიმე დღის წინ ლონდონის სამხრეთ–აღმოსავლეთში, რაიონ უილინგში ინგლისისთვის წარმოუდგენელი ინციდენტი მოხდა - ბენზინის რიგში ერთ-ერთი მამაკაცი დანით დაესხა თავს მძღოლს, რომელიც საწვავის ჩასხმას ურიგოდ ცდილობდა.

 


რამდენიმე დღით ადრე, ნავთობკომპანია British Petroleum-მა განაცხადა, რომ ბენზინმზიდების დეფიციტის გამო გასამართი სადგურების ნაწილის დახურვა გადაწყვიტა.

 


ამის შემდეგ მთელს ბრიტანეთში უზარმაზარი რიგები გაჩნდა - იმის შიშით, რომ დეფიციტური საწვავი ყველას არ ეყოფა. ამ რიგებში ატმოსფერო ძალიან დაძაბულია, მძღოლები აგრესიულად იქცევიან.

 


ქალაქ დერბიშირში დიდმა რიგმა გზაზე უზარმაზარი საცობი შექმნა, რადგანაც გასამართი სადგური უკვე არ მუშაობდა, თუმცა მანქანები რიგში 3 საათზე მეტი იდგნენ. როდესაც პოლიციამ ვითარების დარეგულირება სცადა, პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - რაც ასევე წარმოუდგენელი რამაა სამეფოში.

 



მთავრობა აცხადებს, რომ ბენზინის დეფიციტი არ არსებობს, ხოლო კრიზისის მიზეზებია აჟიოტაჟური მოთხოვნის და სატვირთო მანქანების მძღოლების არასაკმარისი რაოდენობა. სატვირთო გადამზიდავების ორგანიზაციის Freight UK მონაცემებით, ამ დროისთვის ბრიტანეთს აკლია 90 000 მძღოლი, რომელთა დიდ უმრავლესობას ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილის ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

 


მთავრობა ირწმუნება, როს ეს დეფიციტი ბრექსიტის შედეგი არაა და მისი გამომწვევი მიზეზია ლოკდაუნის გამო გადადებული სალიცენზიო გამოცდები. თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირიდან გასვლამ თავისი როლი მაინც ითამაშა - როდესაც ევროკავშირიდან გასულმა ბრიტანეთმა საზღვრები დახურა, ბევრი უცხოელი მძღოლი ლოკდაუნის გამო სამშობლოში წავიდა, თუმცა, უკან ვერ დაბრუნდა იმის გამო, რომ უკვე ვიზების სჭირდებოდათ.

 


ამ დროისთვის ბრიტანეთში 8 000 ავტოგასამართი სადგურიდან 2000 დახურულია, დანარჩენები შეფერხებებით მუშაობენ. პრობლემის გადაწყვეტისთვის მთავრობა ჯარის ჩართვას და უცხოელი მძღოლების ნაწილისთვის 5000 დროებითი ვიზის გაცემას გეგმავს. თუმცა, ბიზნესი თვლის, რომ ეს ზღვაში წვეთია, განსაკუთრებით შობისწინა პერიოდში.

 


კადრების დეფიციტი არა მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებს, არამედ მთლიანად მომსახურების სფეროზე აისახა - პირველ რიგში დარტყმის ქვეშ ვაჭრობა, რესტორნები, აფთიაქები და სოფლის მეურნეობა აღმოჩნდნენ. მერძევეობის ფერმების მფლობელები ამბობენ, რომ მზა პროდუქციის ნაწილი ვერ გააქვთ და ჭარბი რძის გადაღვრა უწევთ.

 


მეღორეობის ფერმეფში ამბობენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში თანამშრომლებს ვერ მოიძიებენ, ათასობით ღორის დაკვლა მოუწევთ. „ჩვენ დაგვიგროვდა 120 000 ღორი, რომელიც დასაჭრელად და გასაყიდად მზადაა, თუმცა, ყასბები გვაკლია და ეს ვითარება უახლოეს დღეებში თუ არ შეიცვალა, ერთ კვირაში ხორცის განადგურება მოგვიწევს“, - განაცხადა ღორის ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ რობ მუტიმერმა.



ბრიტანეთის მთავრობა კვლავაც ამტკიცებს, რომ საწვავის კრიზისი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ბენზინის გამყიდველთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრაიან მადერსონი ამბობს, რომ ვითარება უცვლელია, რადგანაც ავტომფლობელები წინასწარ და დიდი რაოდენობით საწვავის ყიდვას ცდილობენ და ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობა სადღეისოდ შეუძლებელია.

 


კრიზისულ ვითარებაში ინიციატივა თავად გასამართმა სადგურებმა გამოიჩინეს და ერთჯერადბ ბენზინის ყიდვის ლიმიტი - 30-35 ფუნტი დააწესეს.

 


ექსპერტების აზრით, კვების პროდუქტების დეფიციტი კიდევ უფრო მწვავე საშობაოდ გახდება. „შობა კოშმარული იქნება. საჭმელი არ გაქრება მაღაზიებში, თუმცა, არჩევანი ძალიან მწირი იქნება - კადრების დეფიციტი ნიშნავს, რომ ფერმერებს პროდუქტების წარმოების რესურსები არ ექნებათ, ხოლო მძღოლების დეფიციტი ამ პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს“, - განაცხადა Shore Capital-ის ექსპერტმა კლარკ ბლექმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up