დანიური ლუდის მწარმოებელი კომპანია Carlsberg-ი, რომელიც რუსეთში ლუდსახარშ საწარმო Baltika-ს ფლობს, საკუთარი ბიზნესის გასხვისებას 2023 წლის შუა პერიოდში გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიის გასული წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, კონცერნმა უკვე დაიწყო პოტენციური მყიდველების შერჩევის პროცესი აუქციონში მონაწილეობის კრიტერიუმების განსაზღვრით. გაყიდვის წინადადება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.
მოახლოებული გარიგებით, Carlsberg იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს ოპტიმალურ გადაწყვეტას ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლებისა და აქციონერებისთვის.
აღსანიშნავია, რომ Carlsberg-ს რუსეთში რვა ლუდსახარში აქვს, სადაც 8400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ცნობილია, რომ კონცერნმა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში განაცხადა. 2021 წელს Carlsberg-ის რუსულმა ბიზნესმა მიიღო დაახლოებით $1 მილიარდი შემოსავალი და $100 მილიარდი საოპერაციო მოგება.