Carlyle-მა რუსეთში ჩარჩენილი თვითმფრინავებისთვის სადაზღვევო კომპანიებისგან 700 მლნ დოლარი მოითხოვა

Carlyle-მა რუსეთში ჩარჩენილი თვითმფრინავებისთვის სადაზღვევო კომპანიებისგან 700 მლნ დოლარი მოითხოვა

access_time2022-11-02 22:00:50

თვითმფრინავების ლიზინგის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპერატორმა Carlyle Aviation-მა (Carlyle Group-ის სტრუქტურა) სადაზღვევო კომპანიების და გადამზღვეველთა ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. Carlyle Aviation-ი მათ ბრალს, რომ რუსული ავიაკომპანიების მიერ თვითმფრინავების დაბრუნებაზე უარის თქმის გამო, ზარალი არ აუნაზღაურეს. ამის შესახებ Bloomberg და Financial Times წერენ.


კომპანია 700 მილიონ დოლარს ითხოვს სადაზღვევო კომპანიებისგან, განუცხადა FT-ს საქმის მცოდნე წყარომ. Bloomberg აღნიშნავს, რომ კომპანია რუსეთში დარჩენილ თვითმფრინავებს ასობით მილიონ დოლარად აფასებს.


Carlyle Aviation-მა თავის დროზე რუსულ ავიაკომპანიებს იჯარით 23 თვითმფრინავი გადასცა. კომპანიის კლიენტებს შორის არიან რუსული ავიაკომპანიები NordStar, Azur Airlines, Utair და Izhavia. სარჩელიდან ირკვევა, რომ თებერვლის ბოლოს კომპანიებმა მეიჯარეს აცნობეს, რომ სანქციების და რუსეთის მთავრობის განკარგულების ფონზე თვითმფრინავის დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.


Bloomberg-ი წერს, რომ სარჩელი შეიტანეს „ათზე მეტი“ სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიის წინააღმდეგ, Financial Times - 35 მოპასუხის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მოპასუხეები არიან American International Group UK (AIG), Chubb European Group, Berkshire Hathaway International Insurance, AXIS Capital და სხვები.



Carlyle Aviation მიუთითებს, რომ მან მზღვეველებს მიმდინარე წლის მარტში მიმართა, მაგრამ კომპანიებმა დაარღვიეს კონტრაქტები და ვერ შეასრულეს ანაზღაურების ვალდებულება, მიუხედავად კვარტალური სადაზღვევო პრემიებისა.


„სახელშეკრულებო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გამო, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც Carlyle-მა პირველად აცნობა მოპასუხეებს მიყენებული ზარალის შესახებ, მოპასუხეებმა არ დაფარეს ეს ზარალი“, ნათქვამია სარჩელში.


როგორც Carlyle-ში აცხადებენ, სხვა განმცხადებლები, რომელთა თვითმფრინავებიც რუსული ავიაკომპანიების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მზღვეველების მხრიდან მსგავსი რეაქცია მიიღეს.


როგორც ცნობილია, თებერვლის ბოლოს აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. რუსეთის წინააღმდეგ ასევე დაწესდა საერთაშორისო სანქციების რამდენიმე პაკეტი, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავდა რუსული კომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიყიდვას. ასევე აიკრძალა სადაზღვევო და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების გაწევა.


სალიზინგო კომპანიებმა დაიწყეს რუსული ავიაკომპანიების მიერ იჯარით აღებული საჰაერო ხომალდების უცხოეთის აეროპორტებში დაკავება.


მარტის დასაწყისისთვის რუსული ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდების ნახევარზე მეტი იყო უცხოურ რეესტრებში -ანუ 367-დან 739 ბორტი. იმავე თვის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ რეესტრში ამ თვითმფრინავების ხელახალი რეგისტრაცია დაუშვა.


თეგები:
Carlyle Aviation



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up