Carrefour-ი 10 წლის შემდეგ საბერძნეთში ადგილობრივ ფრენჩაიზთან პარტნიორობის სახით ბრუნდება. ინფორმაციას პორტალი RetailDetail ავრცელებს.
საბერძნეთში თავისი ბრენდის განახლების მიზნით, Carrefour-მა პარტნიორად კომპანია Retail & More აირჩია, რომელიც ტექნოლოგიების დისტრიბუტორ TeleUnicom-ის შვილობილი კომპანიაა.
პირველი მაღაზიები კუნძულ კრეტაზე ზაფხულამდე უნდა გაიხსნას. პარტნიორი ფრენჩაიზი ყურადღებას სუპერმარკეტებსა და უბნის მაღაზიებზე გაამახვილებს, ხოლო ჰიპერმარკეტების გახსნას არ გეგმავს.
ოპერაციებისთვის საცალო მოვაჭრე ძველ ნაცნობს, ვასილის სტასინულიასს ეყრდნობა, რომელიც 2008-2011 წლებში Carrefour-Marinopoulos ერთობლივი საწარმოს ტოპ მენეჯერი იყო.
Carrefour საბერძნეთში ადრეც მუშაოაბდა, მაგრამ 2012 წელს, ვალის კრიზისის გამო, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, საცალო ვაჭრობის ახალი განყოფილება შეგვექმნა, რადგან საბერძნეთში Carrefour-ზე დიდი მოთხოვნა იყო. Carrefour-ის ბრენდი და პროდუქტები კარგად არის ცნობილი ბერძენი მომხმარებლებისთვის,“ - აცხადებს ვასილის სტასინულიასი.
Carrefour-ის საერთაშორისო პარტნიორობის პასუხისმგებელი პირის, პატრიკ ლასფარგუსის თქმით, TeleUnicom-მა საცალო მოვაჭრეს, საბერძნეთის ბაზარზ
BPN.GE