Carrefour-ი 2022 წელზე „დიდი იმედებს“ ამყარებს

Carrefour-ი 2022 წელზე „დიდი იმედებს“ ამყარებს

access_time2022-02-17 13:10:00

მსოფლიოს უმსხვილესი საცალო მოვაჭრე Carrefour მიმდინარე წელს დამაჯერებლად უყურებს, რადგან 1,23 მლრდ ევროს (1,40 მლრდ დოლარის) რეკორდული თავისუფალი ფულადი ნაკადი (Free cash flow-FCF) დააფიქსირა. ამასთან, კომპანიის ოპერაციული მოგება 2021 წელს 7,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საცალო მოვაჭრის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

Carrefour-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ბომპარდი აცხადებს, რომ ფულადი სახსრების გამომუშავება 2022 წელს მილიარდ ევროზე ზედა დონეზე დარჩება და ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, კარგი კომერციული იმპულსი შენარჩუნდება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ჯგუფის ახალ სტრატეგიულ გეგმას შემოდგომაზე გამოაქვეყნებს.

ძლიერმა შედეგებმა და ფულადი სახსრების გამომუშავებამ Carrefour-ს საშუალება მისცა, ინვესტორებისთვის დივიდენდების 8%-მდე, თითო აქციაზე 0,52 ევრომდე გაზრდა შეეთვაზებინა და მიმდინარე წლისთვის 750 მლნ ევროს აქციების გამოსყიდვის გეგმა ჩაეშვა.

„ახალი საშემოდგომო გეგმით, ეს ჩვენთვის მეტად საინტერესო დროა. ამ წელზე დიდ იმედებს ვამყარებთ," - აცხადებს ალექსანდრე ბომპარდი.

სურსათის საცალო ვაჭრობის ფრანგული კომპანიის გეგმებში ნაღდი ფული საკვანძო როლს ასრულებს, ასევე, ციფრული კომერციის გაფართოება-გაძლიერებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების გარეშე. ეს უკვე მიღწეულიც იქნებოდა, რომ არა გასულ წელს კომპანიებთან გაერთიანების ორი ჩავარდნილი გეგმა, რომელიც კანადურ Couche-Tard-სა და ფრანგულ Auchan-ს შეეხება.

Carrefour აცხადებს, რომ 2021 წელს, ძირითადად, საფრანგეთის ბაზრის წყალობით, ოპერაციული მოგება 7.7%-ით გაიზარდა და 2.27 მლრდ ევროს მიაღწია. ეს შედეგი ასახავს ხარჯების შემცირებასა და 2021 წლის გაყიდვებს, რაც 2.3%-ით, 81.245 მლრდ ევრომდე გაიზარდა. ამასთან, კომპანიის ბაზრის წილი საკვანძო ქვეყნებში, საფრანგეთში, ბრაზილიასა და ესპანეთში გაიზარდა.


ალექსანდრე ბომპარდმა საფრანგეთის ჰიპერმარკეტებში შემცირებული გაყიდვების გამოცოცხლება პრიორიტეტად დაისახა და 1,8%-ით გაზარდა, რის შედეგადაც ფრანგულ ქსელში ოპერაციული მოგება 20%-ით, 757 მლნ ევრომდე გაიზარდა. Carrefour მოელის, რომ საფრანგეთის ქსელი, საშუალოვადიან პერიოდში, ოპერაციულ მარჟას 2021 წლის 2.1%-დან 3%-მდე კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კომპანია, ინფლაციის აჩქარების პარალელურად, ხარჯების დაზოგვას გააძლიერებს. Carrefour-მა ხარჯების შემცირების მიზანი, 2021-23 წლების პერიოდში, ყოველწლიურად 2.7 მლრდ ევრომდე გაზარდა. საწყისი მიზანი 2.4 მლრდ ევროს შეადგენდა, რამაც 2021 წელს კომპანიას 930 მლნ ევროს დანაზოგი მოუტანა.

Carrefour ხუთწლიანი გეგმის ბოლო ეტაპზეა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, რომ ხარჯები შეამციროს და ელექტრონული კომერციის ინვესტიციები გაზარდოს. კომპანია ცდილობს, ონლაინ კონკურენტებს გაუმკლავდეს, როგორიც არის Amazon, Lidl და Leclerc. ნოემბერში Carrefour-მა პირობა დადო, რომ 3 მლრდ ევროს 2022-2026 წლებში ციფრული ექსპანსიის გააქტიურებაში დახარჯავს.

Carrefour-ის აქციები წელს 7%-ით გაიზარდა, მაგრამ მაინც 20%-ით ნაკლებად ივაჭრება 2017 წლის ივლისის დონესთან შედარებით, როცა ალექსანდრე ბომპარდი მმართველობაში მოვიდა.


bpn.ge



თეგები:
Carrefour



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up